ავტორიტეტული ბრაზილიური გამოცემის, Lance-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალი” “კორინთიანსის” შემტევის, ალეშანდრე პატუს შეძენას ცდილობდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკელებმა ფეხბურთელის ინგლისში გაშვებაზე უარი განაცხადეს.
თუ ბრაზილიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, “არსენალი” მზად იყო 24 წლის ბრაზილიელის ევროპაში დაბრუნების სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ “კორინთიანსის” ხელმძღვანელობამ თანხა იცოტავა. ივარაუდება, რომ თუ “მეთოფეები” ბრაზილიელებს 12 მილიონს შესთავაზებენ, გარიგება შედგება.
ალეშანდრე პატუ “კორინთიანსში” მიმდინარე წლის იანვარში, “მილანიდან” გადავიდა. ბრაზილიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 57 თამაშში მან 17 გოლი გაიტანა.