“კორინთიანსის” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს საკუთარი გუნდის გულშემატკივრები სავარჯიშო ბაზაზე თავს დაესხნენ.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ეს ინციდენტი შაბათს დილით მოხდა. კლუბის ფანები პატოს თამაშით იმედგაცრუებულნი არიან და ფეხბურთელის დაშინებას ეცადნენ, რათა მან გუნდი გამოიცვალოს.
გარდა ამისა, განრისხებულმა გულშემატკივრებმა კლუბის მედპერსონალს და სხვა თანამშრომლებსაც შეუტიეს. შედეგად, ერთ-ერთმა ექიმმა ჟოაკიმ გრავამ გონება, ხოლო კლუბის სამმა თანამშრომელმა მობილური ტელეფონი დაკარგა.
საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე “კორინთიანსის” ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა ასეთი ქმედება მკაცრად გააკრიტიკა.