ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ბრაზილიური “კორინთიანსი” ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – კარლოს ტევესის შეძენას არ გეგმავს. ამის შესახებ ბრაზილიური კლუბის წარმომამდგენელმა ედუ გასპარმა განუცხადა Sky Sports-ს.
“სადღეისოდ, ტევესის ტრანსფერით დაინტერესებულნი არ ვართ. იმ პოზიციების გაძლიერებას ვეცდებით, რომელიც საჭიროდ მიგვაჩნია. თუკი შესაფერის კანდიდატურას ვიპოვნით, მოლაპარაკებებს დავიწყებთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდი მოწინავე პოზიციებზე იქნება. ბევრს ეგონა, რომ “კორინთიანსს” ახალი ფეხბურთელები არ სჭირდებოდა, მაგრამ ისეთი მოთამაშეებით გავძლიერდით, როგორებიც პატო, რენატო აუგუსტო და გილა არიან”, - განაცხადა გასპარმა.
შეგახსენებთ, რომ ტევესის გადაბირება მილანის “ინტერს” სურს.