ფეხბურთი

11:49 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონტრკრიტიკა “ჩელსის” გულშემატკივრებს

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, რაფაელ ბენიტესმა ინგლისის თასის მერვედფინალში “მიდლსბროს” 2:0 ძლევის შემდეგ მისი მუშაობით უკმაყოფილო გულშემატკივრები გააკრიტიკა.
“პრობლემა ვიღაცის შეცდომამ წარმოშვა და მე “მოვალეობის შემსრულებლად” დამნიშნეს. თუკი “ჩელსი” საუკეთესო ოთხეულში ვერ მოხვდება და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს ვერ მოიპოვებს, სეზონის დასრულებისთანავე ჩემი გზით წავალ. ახლა კი მთლიანად საქმეში ვარ ჩართული და გულშემატკივრები კარგს გააკეთებენ, ხელს თუ არ შემიშლიან. მათ ვურჩევ, ზედმეტი ემოცია არა ჩემს ლანძღვაში, არამედ კლუბის მხარდაჭერაში დახარჯონ” – განაცხადა ბენიტესმა.

0.115665