მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველი დიეგო კონტენტო “მანჩესტერთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გასამართ პირველ თამაშს გამოტოვებს. UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ამის მიზეზი ფეხბურთელის მიერ ვარჯიშზე მიღებული მარცხენა ტერფის ტრავმაა.
23 წლის მარცხენაფლანგელი “ბაიერნის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მიიჩნევა. ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან 9 მატჩი ჩაატარა, აქედან 6-ჯერ ის შეცვლაზე შევიდა.