ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იტალიის სუპერთასისთვის განაცხადი დაასახელა.
საეჭვო იყო “ლაციოს” წინააღმდეგ ანდრეა ბარცალისა და სიმონე პეპეს თამაში. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, კონტე ფერნანდო ლიორენტეს ფორმით უკმაყოფილო იყო და ბასკ ფეხბურთელს განაცხადს მიღმა დატოვება ემუქრებოდა, მაგრამ 27-კაციან სიაში სამივე ეს ფეხბურთელი მოხვდა.
მეკარეები: ბუფონი, სტორარი, რუბინიო;
მცველებიი: კიელინი, კასერესი, ოგბონა, დე ჩელიე, პელუზო, ბარცალი, მოტა, მარონე, ბონუჩი, ლიხტშტაინერი;
ნახევარმცველები: პოგბა, პეპე, მარკიზიო, პადოინი, პირლო, ასამოა, ვიდალი, ისლა;
თავდამსხმელები: ვუჩინიჩი, ტევესი, ჯოვინკო, ლიორენტე, კვალიარელა, მატრი.
სუპერთასის მატჩი, რომელშიც “იუვენტუსი” “ლაციოს” დაუპირისპირდება, 18 აგვისტოს, თბილისის დროით 23 საათზე, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.