ფეხბურთი

21:00 | 9.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “ყველა დარჩენილი თამაში ფინალის ტოლფასია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ სერია A-ს დარჩენილ შეხვედრებს მისი ფეხბურთელები ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ, რადგან ქულების დაკარგვა ძალიან სახიფათოა.

“ხვალინდელი მატჩით დაწყებული და ჩემპიონატის ბოლო შეხვედრით დამთავრებული, ყოველი თამაში ჩვენთვის ფინალი იქნება. ყოველ დაკარგულ ქულას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენოს.

ზამთრის შესვენების შემდეგ, “კატანია” კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ასე რომ, რთულ მატჩს ველი. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, სტადიონზე ანშლაგი იქნება.” – ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურით ადრე, “იუვენტუსი” მე-2 ადგილზე მყოფ “ნაპოლის” 6 ქულით უსწრებს.

0.131366