დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი დამრიგებელი ანტონიო კონტე სამწვრთნელო კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” განაგრძობს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
აპენინური გამოცემების ცნობით, კონტე პარიზელებთან კონტრაქტის გაფორმებასთან ძალზე ახლოსაა. მხარეებს შორის ოფიციალური დოკუმენტი უახლოეს დღეებში გაფორმდება.
პსჟ-ში, კონტე ლორან ბლანს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობითაც პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ქვეყნის სუპერთასი მოიგეს.