ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელი ანტონიო კონტე იტალიურ გრანდში მუშაობას აგრძელებს. “სეზონი 2014-15: მწვრთნელი – ანტონიო კონტე”, - ეს განცხადება “იუვეს” ოფიციალურ “ტვიტერზე” გაჩნდა.
შეგახსენებთ, რომ კონტესთან ერთად ტურინელებმა ზედიზედ სამი სკუდეტო მოიგეს. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ანტონიოს გადაბირებას მოსკოვის “სპარტაკი” და რუსული ცსკა ცდილობდნენ.