ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ინტერთან” ფრედ (1:1) ნათამაშები შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მილანურ კლუბს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია.
“დღევანდელ თამაშში “ინტერმა” დაამტკიცა, რომ ოქროს მედლისთვის ბრძოლის ძალა შესწევს. მაგრამ “იუვენტუსიც” ჩემპიონობას გეგმავს. წინ ძალიან კარგი სეზონი გველის” – უთხრა ანტონიო კონტემ Football Italia-ს.