ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, "ტორინოს" წინააღმდეგ ქალაქური დერბის მოგების შემდეგ, ხავიერ ძანეტის, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო, მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
"სანამ გამართულ დერბის შევეხები, მსურს ხავიერ ძანეტის მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. იმედი მაქვს, ტრავმა ისეთი სერიოზული არაა, როგორც ვარაუდობენ და ხავიერი მოედანს მალე დაუბრუნდება." - ციტირებს კონტეს სიტყვებს Football Italia.
როგორც იცით, "პალერმოსთან" გამართულ შეხვედრაში, "ინტერის" კაპიტანმა მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, მას 8 თვე გაუცდება.