ფეხბურთი

12:50 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანტი რასისტებმა გააბრაზეს

“მილანის” გვინეელმა მცველმა კევინ კონსტანტმა, Trofeo Tim-ის ამხანაგურ ტურნირზე “სასუოლოს” წინააღმდეგ მატჩისას, მოედანი საფინალო სირენამდე 10 წუთით ადრე თვითნებურად დატოვა. იტალიური პრესის ცნობით, ფეხბურთელმა ეს გადაწყვეტილება მაყურებლებისადმი განაწყენების გამო მიიღო, რადგან ისინი რასისტული შინაარსის შეძახილებით აღიზიანებდნენ.

წესების თანახმად, კონსტანტი სხვა ფეხბურთელით შეცვალეს, დიქტორმა კი ტრიბუნებზე მსხდომთ კორექტულობისკენ მოუწოდა. საინტერესოა, რომ რასისტული შეძახილები, გვინეელი ფეხბურთელის გარდა, არც ერთ მის თანაგუნდელს არ შეუნიშნავს.

0.105557