ფეხბურთი

20:53 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონკოვი ფიფასგან და უეფასგან რუსეთის მიმართ სანქციების გატარებას მოითხოვს

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანატოლი კონკოვმა ფიფას და უეფას მიმართა, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიმართ სანქციები გამოიყენოს.

ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინულმა კლუბებმა “სიმფეროპოლმა”, “სევასტოპოლმა”  და იალტის “ჟემჩუჟინამ” 12 აგვისტოს რუსეთის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს. “სიმფეროპოლი” “სევასტოპოლს” შეხვდა და სევასტოლელებმა სტუმრად 2:0 მოიგეს. იალტელებმა კი, სახლში “სოჩისთან” 0:2 წააგეს.

წერილში ნათქვამია, რომ ყირიმი უკრაინის განუყოფელი ნაწილია და რუსეთის საფეხბურთო კავშირმა ყირიმული კლუბები თავის რიგებში უკანონოდ მიიღო. კონკოვმა ფიფას და უეფას აუწყა, რომ რუსებმა ხსენებული კლუბები ისე ათამაშეს თასზე, რომ მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოები საქმის კურსში არ ჩააყენეს.      

კონკოვი მოითხოვს, რომ უმაღლესი საფეხბურთო ინსტანციების პრინციპების დარღვევისათვის ფიფამ და უეფამ სანქციები გაატარონ რუსეთის საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ.

 

0.599222