FIFA-მ იმ 6 ფეხბურთელისგან შემადგარი სია გამოაქვეყნა, რომლებიც კონფედერაციის თასის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ. გასაკვირი არაა, რომ ექვსივე მათგანი ნახევარფინალში გასულ გუნდში თამაშობს. საუკეთესოთა შორის ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავთ ფინალისტებს, ბრაზილიასა და ესპანეთს, ხოლო იტალიიდან და ურუგვაიდან საუკეთესოს წოდებისთვის თითო ფეხბურთელი იბრძოლებს.
კონფედერაციის თასის 2013 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატები არიან: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი), ნეიმარი (ბრაზილია), პაულინიო (ბრაზილია), ანდრეა პირლო (იტალია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), ლუის სუარესი (ურუგვაი).
აქვე გაგაცნობთ კონფედერაციის თასის წინა გათამაშებების საუკეთესო ფეხბურთელების ჩამონათვალს:
1997 – დენილსონი (ბრაზილია)
1999 – რონალდინიო (ბრაზილია)
2001 – რობერ პირესი (საფრანგეთი)
2003 – ტიერი ანრი (საფრანგეთი)
2005 – ადრიანო (ბრაზილია)
2009 – კაკა (ბრაზილია)