“მანჩესტერ სიტის” მცველმა ვენსან კომპანიმ ტრავმა სრულად მოიშუშა და არაა გამორიცხული, “პლზენთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში ითამაშოს კიდეც.
“უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, ვენსანი სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. შევხედავთ, იქნება თუ არა ბოლომდე მზად. ამ შემთხვევაში, აუცილებლად ვათამაშებთ. ვფიქრობ, კომპანი 100%-ით მზადაა, მაგრამ თუ ვცდები, მაშინ მოედანზე არ გავიყვანთ”, - განუცხადა მანჩესტერელთა თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ Goal-ს.
“ჩელსი” “პლზენს” დღეს დაუპირისპირდება.