ფეხბურთი

0:43 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კომპანიმ ლაზარეთს ერთი თვით მიაშურა

“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი გუნდს უახლოესი ერთი თვის განამვლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი “ევერტონთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.

პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, რომელიც “სიტიმ” 3:1 მოიგო, კომპანი 35-ე წუთზე შეცვალეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა აქვს, ხოლო ბოლო ინფორმაციით, ის ლაზარეთში 4 კვირას დაჰყოფს.

მიმდინარე სეზონში, ეს კომპანისთვის პირველი ტრავმა არაა. აქამდე, მას პრემიერლიგის 3 მატჩი გაუცდა.

0.113952