ფეხბურთი

17:59 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კომპანიმ ბელგიური კლუბი იყიდა

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მცველმა ვენსან კომპანიმ ბელგიის მე-3 დივიზიონში მოასპარეზე კლუბი “ბლეიდი” შეიძინა. ამ ინფორმაციას აღნიშნული კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

“აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამუშაოებს, მას ჩემი და მიხედავს. ჩვენი ოჯახი ფეხბურთში ყოველთვის ჩახედული იყო. ჩემმა დამ ყველაფერი კარგად იცის. ბელგიურ ფეხბურთში წამყვან პოზიციებზე მამაკაცები არიან და ჩემი დის საშუალებით, ჩარჩოებსაც დავამსხვრევთ”, - განაცხადა კომპანიმ.

კომპანის გადაწყვეტილი აქვს, რომ “ბლეიდს” სახელი და ლოგო შეუცვალოს.

 

0.11598