“მანჩესტერ სიტის” კაპიტანი, ბელგიელი მცველი ვენსან კომპანი ფეხბურთის თამაშს ოქტომრაბმდე ვერ მოახერხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მიმდინარე თვეში გასამართ მანჩესტერულ დერბის დააკლდება.
კომპანიმ საზარდულის ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის პირველ ტურში, “ნიუკასლთან” გამართულ მატჩში მიიღო. ბელგიელი მცველი 71-ე წუთზე შეცვალეს და მოგვიანებით გაირკვა, რომ გულშემატკივრები კაპიტნის ოქტომბრამდე დაბრუნებას არ უნდა ელოდნენ.
სექტემბრის თვეში, “სიტის” პრემიერლიგაში “სტოკთან”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ასტონ ვილასთან”, ჩემპიონთა ლიგაზე “პლზენთან”, ხოლო ინგლისის ლიგის თასზე “უიგანთან” მოუწევს დაპირისპირება.