ფეხბურთი

17:16 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი “სიტის” მინიმუმ 1 თვით დააკლდება

“მანჩესტერ სიტის” კაპიტანი ვენსან კომპანი საზარდული ტრავმის გამო მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს.

ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველმა ტრავმა პრემიერლიგის პირველ ტურში “ნიუკასლთან” მატჩში (4:0) მიიღო. 22 სექტემბერს, “მანჩესტერ იუნაიტედთან” დერბისთვის მისი გამოჯანმრთელება ძალიან სათუოა.

“მირჩევნია, რომ ბოლო სიტყვა ექიმმა თქვას, მაგრამ ვფიქრობ ის მინიმუმ ერთ თვეს გამოტოვებს”, – იუწყება “სიტის” მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.


0.116414