ფეხბურთი

12:56 | 12.11.2013 | ნანახია 1260 - ჯერ

კომპანი კიდევ 3 კვირა იუქმებს

“მანჩესტერ სიტის” ტრავმირებული მცველის – ვენსან კომპანის მოედანზე დაბრუნება ჯერ კიდევ ადრეა. “სკაი სპორტსის” ცნობით, ბელგიელ უკანახაზელს კიდევ 3 კვირის გამოტოვება მოუწევს.

ბარძაყის ტრავმის გამო, კომპანიმ 5 კვირა უკვე გამოტოვა. ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობით ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია შეშფოთდა და ეროვნული ნაკრების ფიზიოთერაპევტი ლივენ მესშალკი მცველთან გაგზავნა.

“ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში დაბრუნდება. ასეთი სახის ტრავმისთვის, 8 კვირის გამოტოვება საკმაოდ ნორმალურია”, - განაცხადა მესშალკმა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, 27 წლის კომპანიმ მხოლოდ 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065945
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1260