“მანჩესტერ სიტის” მცველი ვენსან კომპანი მოედანს თავისი გუნდის უახლოეს მატჩშივე დაუბრუნდება. ამის შესახებ Tuttomercatoweb-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ბელგიელმა საზარდულის ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა. ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველმა დაზიანება “ევერტონთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ უქმობს.
ამრიგად, კომპანი “სიტის” “ვესტ ბრომვიჩთან” ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში დაუბრუნდება.