“მანჩესტერ სიტის” ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩზე საუბრობს და აცხადებს, რომ ანგარიში 0:2 თამაშის მიმდინარეობას არ ასახავს.
“0:2 უსამართლო ანგარიშად მიმაჩნია. სანამ 11 კაცით ვთამაშობდით, მეტოქეს არაფრით ჩამოვრჩებოდით. არ გვაქვს იმის განცდა, რომ “ბარსელონამ” გვაჯობა.
შეიძლება თუ არა “ბარსელონას”, რომელსაც ჩვენ ვეთამაშეთ, საუკეთესო გუნდი ვუწოდოთ? არა.
კატალონიელები დაუჯერებლად ეფექტურ ფეხბურთს თამაშობენ და მათ ინდივიდუალურად ძლიერი ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ.” – ციტირებს კომპანის სიტყვებს Football Espana.