მიუნხენის “ბაიერნი” ინგლისური “მანჩესტერ სიტის” უკანახაზელის – ვენსან კომპანის შეძენითაა დაინტერესებული. Bild-ის ცნობით, “რეკორდმაისტერი” ცდილობს ისარგებლოს იმით, რომ ბელგიელს “ქალაქელთა” თავკაც რობერტო მანჩინისთან არცთუ თბილი ურთიერთობა აქვს.
მოგეხსენებათ, კომპანისთვის გერმანიის ბუნდესლიგა ნაცნობია – ბელგიელმა აღნიშნულ ჩემპიონატში 2 სეზონი გაატარა, შემდეგ კი, 2008 წელს, მანჩესტერში 6 მილიონ გირვანქა სტერლინგად გადაბარგდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანის ხილვით კატალონიის “ბარსელონაცაა” დაინტერესებული.