ფეხბურთი

20:58 | 10.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” ლიდერობა დაიბრუნა

 

ფოთის “კოლხეთმა” რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის, მორიგი მატჩი ჩაატარა ოზურგეთში “ჩხერიმელას” წინააღმდეგ.

მატჩი “კოლხეთის” სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი ანგარიშით 4-0 იმარჯვეს ფოთელებმა.

ანგარიში გუნდის ახაწვეულმა თემურ ფარულავამ გახსნა, დანარჩენი სამი გოლი კი კრასოვსკიმ, კვანტალიანმა და სარსანიამ გაიტანეს.

“კოლხეთი” ამ გამარჯვებით  პირველ ადგილზე გადავიდა პირველი ლიგის სატურნირო ცხრილში და 2 ქულით უსწრებს ქობულეთის “შუქურას”, თუმცა “შუქურას” ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.

 

ედემი ელერჯია

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109768