ფეხბურთი

10:07 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” “გიოზტეპე” დაამარცხა

 

თურქეთში შეკრებაზე მყოფი ფოთის “კოლხეთი” წარმატებულად ატარებს სპარინგ მატჩებს. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ფოთელებმა “ჩეკილს” დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 მოუგეს შარაშენიძის და ეხვაიას გოლებით.

მეორე მატჩი თურქულ “გენჩლერთან” უფრო დაძაბული გამოდგა და 10 წუთით შეწყდა შეხლა-შემოხლის გამო. მსაჯის მოქმედების შედეგად უკმაყოფილებმა ქართველმა ფეხბურთელებმა გამოთქვეს, ფოთელთა პროტესტი საფუძველს მოკლებული არ იყო, რადგან თურქმა მსაჯმა ჯერ მეტოქე გუნდს თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი ჩაუთვალა, შემდეგ ირაკლი ეხვაიას მიერ გატანილი გოლი არ ჩათვალა, თამაშის მიწურულს კი თერთმეტმეტრიანი დარტყმა არ დანიშნა ქართველთა სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა პირველი გოლი სწორედ “კოლხეთმა” გაიტანა და ისინი იგებდნენ თამაშს ანგარიშით 1:0 , თუმცა საბოლოოდ მატჩი “გენჩლერის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მესამე შეხვედრა “კოლხეთმა” ისევ თურქულ კლუბთან “გიოზტეპესთან” გამართა. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა  და გადამწყვეტი ერთადერთი გოლი “კოლხეთის” ახალწვეულმა, განელმა ლეგიონერმა იბრაჰიმმა გაიტანა.

ფოთელები საქართველოში 31 ივლისს დაბრუნდებიან.

 ედემი ელერჯია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116768