“მანჩესტერ სიტის” კოტ დ’ივუარელი ცენტრალური მცველი კოლო ტურე, დიდი ალბათობით, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს. თავად ფეხბურთელიც ადასტურებს, რომ მას “პარი სენ ჟერმენისა” და “მონაკოს” ვარიანტები იზიდავს.
“მონაკო” დიდი კლუბია, რომელიც განვითარების გზაზე დგას. იგივეს თქმა შემიძლია “პარი სენ ჟერმენზეც”. ეს, ჩემთვის, ძალიან საინტერესო ვარიანტია. პარიზი? რა თქმა უნდა, საფრანგეთის დედაქალაქში ჩემი გადასვლის შანსი არსებობს. მალე, პსჟ დიდი კლუბი გახდება.” – ციტირებს კოლო ტურეს სიტყვებს L’Equipe.