გამოცდილი კოტდივუარელი ცენტრალური მცველი კოლო ტურე, მომდევნო სეზონიდან, “ლივერპულში” ითამაშებს.
მერსისაიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტურე გუნდს 1 ივლისს, მას შემდეგ შეუერთდება, რაც “მანჩესტერ სიტისთან” მის მოქმედ კონტრაქტს ვადა გაუვა. შესაბამისად, “ლივერპული” 32 წლის ფეხბურთელში ფულს არ გადაიხდის. ჯერჯერობით უცნობია, რამდენწლიან კონტრაქტს გააფორმებს აფრიკელი ფეხბურთელი.
კოლო ტურეს ინგლისში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 2002-09 წლებში, ის “არსენალში” თამაშობდა, ხოლო 2009-13 წლებში – “სიტიში”. ამ დროის განმავლობაში, მან პრემიერლიგაში 300-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.
“ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტურე კლუბის ისტორიაში პირველი კოტდივუარელი ფეხბურთელი იქნება.