ფეხბურთი

19:22 | 28.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოლო ტურე: “იაია “ბარსელონაში” დაიჩაგრა”

“ლივერპულის” მცველ კოლო ტურეს აზრით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა თავის დროზე შეცდომა დაუშვეს, როდესაც მისი ძმის იაია ტურეს რეალური შესაძლებლობები სათანადოდ ვერ შეაფასეს. შეგახსენებთ, იაია ამჟამად “მანჩესტერ სიტიში” თამაშობს.

“თითქმის ყველა მწვრთნელი ცდილობს, გუნდში თავისი ფეხბურთელები მიიყვანოს და ძირითად შემადგენლობაში დააყენოს, მიუხედავად იმისა, ჯობია თუ ვერა ის მოთამაშე კონკურენტს. ასე იყო იაიასა და სერხიო ბუსკეტსის შემთხვევაშიც. ჩემი ძმა დაიჩაგრა და მე მას “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა ვურჩიე. დამიჯერა კიდეც, რასაც ნამდვილად არ ნანობს” – გაიხსენა კოლო ტურემ.

 

 

0.122026