გელზენკირხენის “შალკეს” 20 წლის მარცხენა მცველმა სეად კოლაშინაცმა, რომელიც კარლსრუეშია დაბადებული, გადაწყვტიტა თავისი ისტორიული სამშობლოს ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.
კოლაშინაცი ბოსნიელთა მთავარმა მწვრთნელმა საფეტ სუშიჩმა 19 ნოემბერს არგენტინასთან სტუმრად გასამართი მატჩისთვის ნაკრებში მიიწვია.
კოლაშინაცს გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივა ნაკრებში უთამაშია და 13 მატჩში 2 გოლი გაუტანია.
შეგახსენებთ, რომ ბოსნიამ 2014 წელს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.