ბრაზილიელმა ნარკომოვაჭრეებმა, თავისი პროდუქციის უკეთესად გასასაღებლად, “ბარსელონას” ფორვარდ ნეიმარის სახელის გამოყენება გადაწყვიტეს.
eurosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიის შტატ სან-პაულუში 27 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც კოკაინით ვაჭრობდა. ნარკოტიკის უფრო წარმატებით გასასაღებლად, ის კოკაინს კაფსულებში ყიდიდა, რომელზეც ბრაზილიის ნაკრების ერთი-ერთი ლიდერის, ნეიმარის ფოტოები დააწება.
საერთო ჯამში, ნარკომოვაჭრეს ასეთი 31 კაფსულა ჩამოართვეს.