ფეხბურთი

17:14 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოენტრაუ: “ოქროს ბურთის” რიბერისთვის გადაცემა არ შეიძლება”

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მარცხენა მცველი ფაბიუ კოენტრაუ მიიჩნევს, რომ “ოქროს ბურთს” მისი თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს და არა ლიონელ მესი ან ფრანკ რიბერი.

“ლიონელ მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში მას არაერთი ტრავმა ჰქონდა, რის გამოც არგენტინელს ბევრი გაუცდა.

არ შეიძლება “ოქროს ბურთი” ფრანკ რიბერის მივცეთ, რადგან მან მხოლოდ 22 გოლი გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუ ყოველთვის ბრწყინვალე ფორმაში იყო და მან 2-ჯერ მეტი გოლის გატანა მოახერხა.” – ციტირებს კოენტრაუს სიტყვებს A Bola.

0.115591