ფეხბურთი

22:59 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის მარცხიანი 347-ე

 

ბერლინის “ჰერტამ” ბუნდესლიგაში საშინაო მატჩი წააგო “ჰანოვერთან” – 0:3. ლევან კობიაშვილმა კვლავაც შეუცვლელად ითამაშა. ეს მისი 347-ე მატჩი იყო ბუნდესლიგაში და ყველაზე წარუმატებელი წლევანდელ სეზონში... ისე, “ჰერტას” სხვა ფეხბურთელების ფონზე, ლევანს ცუდად არ უთამაშია. “ჰერტა” მეცხრე ადგილზეა.      

უკრაინის პრემიერლიგაში ბუბა დაუშვილის “კარპატიმ” შინ 0:1 წააგო “ვოლინთან” და მეათე ადგილზეა. დაუშვილი სასტარტოში გახლდათ და 77-ე წუთზე შეცვალეს.

“ილიჩივეცმა” გასვლაზე 1:1 ითამაშა დონეცკის “მეტალურგთან”, თუმცა დავით თარგამაძე განაცხადში არ ყოფილა: მან გუშინ დუბლებში ითამაშა და გოლიც გაიტანა.

მალტის ჩემპიონატში “ვალეტამ” გასვლაზე 3:1 სძლია “ბალცანს”. ნუკრი რევიშვილსა და ოვონიკოკოს არ უთამაშიათ, ქართველთაგან ირაკლი მაისურაძე იყო მინდორზე – ირაკლიმ ყვითელი ბარათიც მიიღო. “ვალეტა” მეორე ადგილზეა, 2 ქულით ჩამორჩება “ბირკირკარას”, რომელსაც ერთი მატჩი მარაგში აქვს. სავარაუდოდ, ქართველთა გუნდს ორივე მატჩის მოგება დასჭირდება “ბირკირკარასთან”, რათა ჩემპიონი გახდეს.

იტალიის სერია ბ-ში “მოდენა”-“ემპოლი” უგოლოდ დასრულდა. ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და თვის ბოლოს დაიწყებს ვარჯიშს, ხოლო ირაკლი შეყილაძე კვლავაც სათადარიგო გახლდათ და თამაში არ მოუწია. “ემპოლი” მეორე საფეხურზეა.

პორტუგალიაში “ჟილ ვისენტემ” შინ 1:2 წააგო “რიო ავესთან” და მე-12 ადგილზეა. მასპინძელთა ქართველი შემტევი ავთო ებრალიძე სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა.

სამხრეთ აფრიკაში გიორგი ნერგაძის “მოროკა სვალოუსმა” გასვლაზე 2:5 წააგო “მპუმალანგა ბლექ ეისთან” და მე-12 ადგილზე დარჩა. საყრდენმა ნახევარმცველმა ნერგაძემ შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.

0.116333