ლევან კობიაშვილმა “ჰერტა”-“ბაიერნის” მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბერლინელებს ფანტასტიკური გუნდის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. კობიაშვილმა ამ შეხვედრაში 64 წუთი ითამაშა და წინა მატჩებისგან განსხვავებით, საყრდენი ნახევარმცველი გახლდათ.
“მიუნხენელები ისე თამაშობენ, როგორც 2-3 წლის წინანდელი “ბარსელონა”. ხოსეპ გვარდიოლამ ისეთივე მეთოდი მოიტანა, როგორიც კატალონიურ გუნდში ჰქონდა. ”შალკეში” როცა ვიყავი, გვარდიოლას “ბარსას” წინააღმდეგ თამაში მომიწია. ჩვენ, ფაქტობრივად, უბურთოდ ვიყავით”, – თქვა კობიაშვილმა.
“ჰერტა”-“ბაიერნის” მატჩში, ბურთის ფლობის პროცენტები ასეთი იყო: 18:82.