La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, NBA-ს კლუბ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელი, კობი ბრაიანტი შესაძლოა საფეხბურთო კლუბ “ბოლონიას” ერთ-ერთი აქციონერი გახდეს.
“შავი მამბა” იტალიური კლუბის შესაძენად შეუერთდა ხუთკაციან ინვესტორთა ჯგუფს, რომლის ერთ-ერთი წევრი ამერიკელი ბიზნესმენი ჯო ტაკოპინია.
კობი “ბოლონიას” ინვესტირებისთვის 20 მილიონი ევროს გაღებას აპირებს.
ლაშა ქოიავა