ფეხბურთი

23:57 | 22.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძისა და ცხადაძის გოლები

“დნიპრომ” მარბელიაში შეკრებაზე 8:1 გაანადგურა ლატვიის “იურმალა” და ერთი გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-80 წუთზე დაახლოებით 15 მეტრიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო და 7:1 გახადა ანგარიში. კობახიძემ მეორე ტაიმში ითამაშა, ჯაბა კანკავა კი სასტარტოში გახლდათ და შესვენებისას შეცვალეს. რაც შეეხება უჩა ლობჟანიძეს, მას არ უთამაშია.

ბაქოს “ინტერმა” გერმანიის ქვედალიგელი ‘ზეიტსი” 2:0 დაამარცხა. ანგარიში ბაჩანა ცხადაძემ გახსნა მე-7 წუთზე. ქართველთაგან ბაჩანამ და ლაშა სალუქვაძემ ითამაშეს, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი ლომაია კი მინდორზე არ გამოჩენილან. გიორგი ილურიძის “ჰაიდუკმა” გერმანიის მეორებუნდესლიგელ “ზანდჰაუზენთან” 1:3 წააგო. ილურიძემ პირველ ტაიმში ითამაშა.

0.116142