ფეხბურთი

23:17 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობა შალამბერიძე "დილაში" ითამაშებს

29 წლის ფლანგელი ნახევარმცველი კობა შალამბერიძე გორის "დილაში" ითამაშებს. როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, ეს საკითხი გადაწყვეტილია. შალამბერიძე, გეცოდინებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლანჩხუთის "გურიაში" გამოდიოდა და მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის ბოლოს, გუნდის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

შალამბერიძეს სხვადასხვა დროს უთამაშია თბილისის "სპარტაკში", თბილისის "დინამო 2"-ში, ქუთაისის "ტორპედოში", აგარის "მეშაქრეში", ბათუმის "დინამოში", "ამერში", ცხინვალის "სპარტაკში", ბოლნისის "სიონში" და ასევე, ორ პოლონურ გუნდში: "ოდრასა" და "ფლოტაში". 

0.127254