ფეხბურთი

18:04 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობა ჟორჟიკაშვილი ბათუმის “დინამოს” მწვრთნელი აღარაა

კობა ჟორჟიკაშვილსა და ბათუმის “დინამოს” შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ბათუმელებმა პირველ ლიგაში წარმატებით ვერ განაახლეს სეზონი, ზედიზედ ორი მარცხი განიცადეს – “სასკოსთან” 0:1, “სამტრედიასთან” 0:2 და თავიანთ ზონაში მესამე ადგილზე არიან: “სამტრედიასა” და “მაჭახელას” ჩამორჩებიან. ჟორჟიკაშვილმა გასულ ზაფხულს, სეზონის წინ ჩაიბარა ბათუმის “დინამო”.  

ვინ შეცვლის გამოცდილ მწვრთნელს? როგორც შევიტყვეთ, მწვრთნელ-კონსულტანტი შოთა ჭეიშვილი იქნება, ხოლო მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლევან ხომერიკი შეასრულებს. ჭეიშვილი თავის დროზე მუშაობდა ბათუმის “დინამოში”, ხომერიკი კი საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა და იყო პერიოდი, გუნდის მთავარმეგოლე გახლდათ. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.133023