ჩოგბურთი

17:03 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კმაყოფილი ვინუსი და მოთმინებით აღჭურვილი ვიკტორია

 

 ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ ბელარუსი ვიკტორია აზარენკა კორტს დაუბრუნდა. აშშ-ის სტენფორდში Bank of the West Classic-ის ტურნირის მეორე წრეში აღმოსავლეთსლავი ვინუს უილიამსთან 4:6, 6:7 დამარცხდა. ამ შეჯიბრებაზე აზარენკა მეოთხე ნომრად იყო განთესილი, უილიამს-უფროსი კი ორგანიზატორებმა “უაილდ ქარდით” მიიწვიეს.

“ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი ჩოგბურთელის დამარცხება, როგორიც აზარენკაა. გამახარა მაყურებლის მხარდაჭერამაც. მეც და ვიკამაც მაღალ დონეზე ვითამაშეთ და შეხვედრის მსვლელობისას თანდათან ვუმატებდით. ტაიბრეიკზე კარგად გამოვიყურებოდი და შეიძლება ითქვას, საუკეთესო ჩოგბურთიც ვუჩვენე პუბლიკას”, - ვინუსი ნამატჩევს კმაყოფილებას ვერ მალავდა.

“ორივემ კარგი ჩოგბურთი ვითამაშეთ, გადამწყვეტ მომენტებში კი ვინუსმა იმარჯვა. ფორმა უნდა გავიუმჯობესო, საამისოდ მოთმინება და შრომა მმართებს. წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ მოქმედების შემდგომი გეგმა შემუშავებული მაქვს და მას შევასრულებ კიდეც”, - განაცხადა აზარენკამ.

0.118236