ჩოგბურთი

10:40 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კმაყოფილი “ნოლე”

 მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში იოლად მოუგო ფრანგ პოლ-ანრი მატიეს 6:1, 6:3, 6:0 და მერვედფინალში გასასვლელად ამერიკელ სემ კუერის დაუპირისპირდება. მატიეს ძლევას “ნოლემ” საათნახევარი მოანდომა მასთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 6:1 გახადა.

ჯოკოვიჩმა მატიესთან შეხვედრისას 7 ეისი შეასრულა, ნამატჩევს კი კმაყოფილება არ დაუმალავს: “მეორე მატჩი პირველზე უფრი ადვილად მოვიგე. საწყის სტადიაზე ენერგიის დაზოგვა მმართებს, ამიტომაც სამსეტიანი მოგებების მიღწევა მნიშვნელოვანია. მატიესთან დაპირისპირებისას კონცენტრაცია ერთი წუთითაც არ დამიკარგავს და სათამაშო რიტმიდან ქარმაც ვერ ამომაგდო”.

ჯოკოვიჩი მომდევნო მატჩსაც გამოეხმაურა: “კუერი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებს, მას მხარდაჭერა გარანტირებული ექნება, რაც ამოცანას მირთულებს. სემი კარგ ფორმაშია და რთული შეხვედრა მელის”.

0.115951