ფეხბურთი

19:26 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოზემ “ლაციოსთან” გაახანგრძლივა

რომის “ლაციოს” 35 წლის გერმანელმა თავდამსხმელმა, მიროსლავ კლოზემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

კლოზე “ლაციოში” მე-3 სეზონს ატარებს. მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში იწურებოდა. ვეტერან ფეხბურთელს კარიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელება შეეძლო, მაგრამ მან იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა. “ლაციოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობა ერთი წლით გაახანგრძლივეს.

მიროსლავ კლოზემ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, 22 თამაში ჩაატარა და 7 გოლის გარდა თავი 2 შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109465