ფეხბურთი

17:44 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე: “სამხრეთამერიკულ გუნდებს უპირატესობა აქვთ”

 

გერმანიის ნაკრების თავდამხსმელი მიროსლავ კლოზე მიიჩნევს, რომ ბრაზილიური კლიმატი, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, უპირატესობას სამხრეთ ამერიკულ გუნდებს მიანიჭებს.

“მსოფლიოს ჩემპიონობისთვის რეალურად ბრძოლა 5-6 გუნდს შეუძლია. სამხრეთ ამერიკელებს უპირეტესობა აქვთ, რადგან ისინი კლიმატთან შეჩვეულნი არიან.

“ლაციოს” იმ ფეხბურთელებს ვესაუბრე, რომლებმაც კონფედერაციის თასზე იტალიის ნაკრებში ითამაშეს. მათ მითხრეს, რომ თამაშის დაწყებიდან 20 წუთის შემდე სუნთქვა ჭირს.

იმედი მაქვს, 1-2 გოლის გატანის შანსი მექნება. ძალიან მინდა მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი რეკორდი დავამყარო.

დღეს არსებული მდგომარეობით, ვვარაუდობ, რომ კარიერას 2015 წელს დავასრულებ. თუმცა, ეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.” – აცხადებს მიროსლავ კლოზე, რომელიც 2 გოლის გატანის შემთხევაში, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114632