თამაშგარე

12:08 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე საკუთარმა ცოლმა შეაქო

ამჟამად რომის “ლაციოში“ მოთამაშე გერმანელი ბომბარდირის მიროსლავ კლოზეს მეუღლე სილვია კლოზე ამბობს, რომ საკუთარი ქმრით ამაყობს და მიროსლავი იმ კაცად მიაჩნია, რომელიც ყოველთვსი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და ამის გამო, მას წლები ვერაფერს დააკლებს.

მიროსლავ კლოზეს საკმაოდ სოლიდური ასაკის მიუხედავად (იგი ამჟამად 35-ე წელიწადშია ჩამდგარი) ეს დაუდეგარი გერმანელი ჯერ კიდევ ახერხებს მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშს და მისი თანატოლი სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, სპორტული რეჟიმის ჭეშმარიტი დამცველია.

“მირო“ ყოველთვის ამბობდა რომ 40 წლის ასაკამდე აპირებდა ფეხბურთის თამაშს და იმედი მაქვს, რომ ამას ჩემი მეუღლე ნამდვილად შეძლებს. პირადად მე ყველანაირად ვცდილობ, რომ მას რეჟიმის დაცვაში მაქსიმალურად შევუწყო ხელი, რადგან მოედანზე გატარებული ყოველი დღე “მიროსათვის” დიდი ბედნიერებაა” – ამბობს ქალბატონი სილვია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.218173