გერმანის ნაკრების თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, ავსტრიის კარში გატანილი გოლით ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. კლოზემ ნაკრებში უკვე 68-ედ გამოიჩინა თავი.
“გერდ მიულერის რეკორდის განმეორება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მაგრამ ამ ლეგენდარულ ფეხბურთელთან ჩემი შედარება მაინც უხერხულია. მას 68 გოლის გასატანად გაცილებით ცოტა მატჩი დასჭირდა, ვიდრე მე” – ციტირებს მიროსლავ კლოზეს სიტყვებს BBC.