ფეხბურთი

12:27 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე დერბისთვის მზადაა

რომის “ლაციოს” თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე, დიდი ალბათობით კვირას გასამართ დედაქალაქურ დერბიში მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

35 წლის გერმანელმა საღამოს ვარჯიში გამოტოვა. ცოტა ხნის წინ კლოზეს გრიპი ჰქონდა და იტალიელმა ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ ავადმყოფობის გამო ის “რომას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა.

თუმცა, Sky Sport Italia-მ სხვა ცნობა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მიროსლავი გუნდის მთავარ მწვრთნელ ედოარდო რეაიას ვარჯიშიდან სხვა მიზეზით დაეთხოვა, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს და დერბიშიც ითამაშებს.

0.124246