ფეხბურთი

23:37 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე ამერიკას არ გამორიცხავს

რომის “ლაციოს” 35 წლის გერმანელი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე კარიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელებას არ გამორიცხავს.

“თავს კარგად ვგრძნობ. კვირას “უდინეზე” დავამარცხეთ და ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ სეზონს კარგად დავასრულებთ.

იტალიაში გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ვიმედოვნებდი.

ჩემი მომავალი ჯერ გადაწყვეტილი არაა. ამ გადაწყვეტილებას ოჯახთან ერთად მივიღებ. ამერიკის შეერთებული შტატების ვარიანტი საინტერესოა. გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ სიჩქარე საჭირო არაა. ვნახოთ, რა მოხდება მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ.” – განაცხადა კლოზემ Sport1-თან საუბრისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113781