დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, გუნდის თამაშისა და შანსების შეფასებისას საკმაოდ პესიმისტური განცხადება გააკეთა. სპეციალისტის აზრით, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მეორე ადგილით დასრულება “ბორუსიას” ძალიან გაუჭირდება.
“მეორე ადგილისთვის ბრძოლა ურთულესი ამოცანაა. მეორე წრეს მდევრის როლში ვხვდებით და შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვექნება, რაც წარმოუდგენლად ძნელია. რაც შეეხება მიუნხენის “ბაიერნს”, ვფიქრობ ჩემპიონის მორიგი ტიტულის მოპოვებაში ხელს ვერავინ შეუშლის.