ფეხბურთი

20:17 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “ჰუმელსი ჩვენთან რჩება”

გერმანული “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის თქმით, მისი გუნდის ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი სხვაგან არ გადავა.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად იყო 25 წლის გერმანელ უკანახაზელში 25 მილიონი ფუნტი გადაეხადა, მაგრამ კლოპის თქმით, ტრანსფერი არ შედგება.

“ჰუმელსი არსად წავა. ის ჩვენთან რჩება.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს The Guardian-ი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლოპმა, გუნდში დარჩენის სანაცვლოდ, ჰუმელსი გუნდის კაპიტნად დანიშნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119842