ფეხბურთი

19:31 | 23.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “გიოტცე გვარდიოლამ დაიყოლია”

გერმანული “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მარიო გიოტცეს მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლას ეხმაურება. გერმანელი სპეციალისტის თქმით, 20 წლის შემტევი ნახევარმცველის გადაწყვეტილებაზე გავლენა პეპ გვარდიოლას ფაქტორმა იქონია.

“ეს ამბავი “მალაგასთან” გამართული განმეორებითი მატჩის მე-2 დღეს გავიგე. ასე რომ, სიხარულის მიზეზი მხოლოდ 24 საათის განმავლობაში მქონდა. გიოტცე ის ფეხბურთელია, რომლის შეძენაც გვარდიოლას სურდა. მარიომ იცის, რომ მას კლუბის დიდი ვალი აქვს, მაგრამ მან ამ ვალის დიდი ნაწილი უკვე გაისტუმრა.

გიოტცემ მითხრა, რომ პეპმა დაურეკა და ტიკი-ტაკას თამაში შესთავაზა. ასე რომ, ეს ტრანსფერი ჩემი ბრალია. არ შემიძლია 15 სანტიმეტრით დაბალი გავხდე და ესპანურად საუბარი დავიწყო. გიოტცეს ფენომენალურ მწვრთნელთან მუშაობა უნდა და მე მას ტიკი-ტაკას ვერ შევთავაზებ.” – ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს Football Espana.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122402