თამაშგარე

11:48 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო ტაფარელი – ლეგენდარული ბერბიჭა

 

ლეგენდარული ბრაზილიელი გოლკიპერი, კლაუდიო ტაფარელი, სულ მალე 50 წლისა მოიყრება, მაგრამ ეს უცნაური კაცი დაოჯახებას ჯიუტად არ აპირებს და აცხადებს, რომ მისთვის უკვე დიდი ხნის წინ გავიდა ის დრო, როდესაც ცოლის მოყვანაზე და დაოჯახებაზე ფიქრობდა.

კლაუდიო ტაფერელის თქმით, მას წლების წინ რამდენჯერმე ჰქონდა ოჯახის შექმნის მცდელობა, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავისუფალი კაცის ცხოვრება არჩია და ახლა უკვე გვიანია წარსულზე ფიქრი და მით უმეტეს წეარსულზე დარდი და კაეშანი.

თუკი ტაფარელის წარსულს გადავხედავთ, მისი ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ქალის სახელი ამოტივტივდება, თუმცა მათთან სერიოზული ურთიერთობა კლაუდიოს არასოდეს ჰქონია. როგორც ჩანს ტაფარელი იმ მამაკაცთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც თავისუფლების დაკარგვას რთულად ეგუებიან.


0.1617