ფეხბურთი

16:01 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო რანიერი: “სატრანსფერი საქმიანობა ჯერ არ დაგვისრულებია”

საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ “მონაკოს” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისი გუნდი გაძლიერებას ჯერაც საჭიროებს.

კლუბის გეგმებთან დაკავშირებით 61 წლის იტალიელმა სპეციალისტმა beIN Sport-თან ისაუბრა.

“სატრანსფერო მოღვაწეობა ჯერ არ დაგვისრულებია. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და ამით სარგებლობას ვაპირებთ. უახლოეს დღეებში კლუბის პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს შევხვდები და მათთან განვიხილავ შესაძლო შენაძენებს”, - განაცხადა რანიერიმ.

მონაკოელები ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში ყველაზე ხმაურიან შენაძენებს ახორციელებენ. მათ უკვე დაიმატეს რადამელ ფალკაო, ხამეს როდრიგესი, ჟოაუ მოუტინიუ და ერიკ აბიდალი.

ამასთან, რანიერიმ მრავლისმნახველ მცველ აბიდალს გუნდის კაპიტნის სამკლავური ჩააბარა. კაპიტნობის კანდიდატები იყვნენ ვალერი ჟერმენი და ჟერემი ტულალანი, მაგრამ არჩევანი 34 წლის აბიდალზე შეჩერდა, რომელიც “ბარსელონადან” “მონაკოში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125296